воскресенье, 24 сентября 2017 г.

გაკვეთილის გეგმა ისტორიაში

თემა: პირველი ქართული სახელმწიფო, მეფე ფარნავაზი
მიზანი: გაიგებენ როგორ შეიქმნა პირველი ქართული ერთიანი სახელმწიფო და რა როლი შეასრულა ამ საქმეში მეფე ფარნავაზმა და ეგრისის მმართველმა ქუჯიმ.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
საზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.


  • ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
  • ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა: 1     აზრობრივ რუკაზე მუშაობა (6 წთ.)
ამ აქტივობის დროს გამოვიყენებ კითხვა- პასუხის მეთოდს.
კითხვა-ხომ არ გაიხსენებდით თქვენთვის ცნობილ მეფეებს?
სავარაუდო პასუხი : დ.აღმაშენებელი, თამარი, ვახტანგ გორგასალი ,ერეკლე მეფე...
კითხვა- თქვენი აზრით რა როლს თამაშობს მეფე ქვეყანაში?
სავარაუდო პასუხები: ზრუნავენ ქვეყნის განვითარებისთვის, აწარმოებენ ომებს, აშენებენ ეკლესია- მონასტრებს,...

აქტივობა: 2     სახელმძვანელოს ტექსტზე  მუშაობა (10 წთ)
მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები კითხვებით, რომელიც დაეხმარება მათ T დიაგრამის საშუალებით გაარკვიონ, თუ რა საშინაო და საგარეო ფაქტორები არსებობდა ქვეყანაში ფარნავაზის გამეფებამდე.

აქტივობა:  3   წყარო ა) -ზე  მუშაობა  (  4 წთ)
შესრულებულ სამუშაოზე მსჯელობა კითხვა- პასუხის მეთოდით. (6 წთ)
აქ     მოსწავლეები  გამოყოფენ ქუჯის დამსახურებას სახელმწიფოს გამთლიანების  საქმეში.

აქტივობა: 4    რუკაზე მუშაობა (5 წთ.)
მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ეკრანზე ვაჩვენებ  ფარნავაზის დროინდელ და თანამედროვე საქართველოს რუკას შესადარებლად და იმსჯელებენ მის გარშემო.

აქტივობა: 5      შეჯამება (10წთ)
ამ აქტივობისათვის გამოვიყენებ   აზრობრივ რუკას და კითხვა-პასუხის მეთოდს.
მოსწავლეები აზრობრივი რუკის საშუალებით ჩამოთვლიან იმ ცვლილებებს, რაც ფარნავაზ მეფის დროს განხორციელდა ქვეყანაში და დააკვირდებიან გაამართლა თუ არა მათმა მოლოდინებებმა ფარნავაზ მეფესთან მიმართებაში
აქტივობა: 6 ვიდეო- მასალის   მონაკვეთის ჩვენება   (1 წთ)   (7.00-8.00 )

საშინაო დავალება :  (3  წთ)
დაწერონ მოკლე თხზულება  ,, რა როლი ითამაშა ქართული ენის სახელმწიფო  სტატუსმა ქვეყნის გამთლიანების საქმეში "

შეფასება: განმსაზღვრელი/საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით

რესურსები: სახელმძღვანელო - ჩვენი  საქართველო, პროექტორი, რუკა, ბარათები.


Комментариев нет:

Отправить комментарий