- პროექტის სახელწოდება: განათლების მნიშვნელობა.განათლების საბჭოური და თანამედროვე სისტემა.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: განათლების როლის განსაზღვრა საზოგადოების განვითარების საქმეში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მათი შედარება-გაანალიზება.
- პროექტის აქტუალობა: დღეს სახელმწიფოსათვის მთავარი პრიოპრიტეტია განათლებული ,დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანის ფორმირება.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ისტორიული განვითარების პროცესში მემკვიდრეობისა და ცვალებადობის გააზრება და თანამედროვეობისათვის ამ პროცესის მნიშვნელობის გააზრება
- მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა: 15 დღე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას. პრეზენტაციის გამართვა სკოლაში. პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგ გვერდზე
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამატებითი ლიტერატურის მოძიება, ინტერნეტ- მასალები,ინტერვიუები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ა) 2 დიდი სამუშაო ჯგუფის შექმნა 1 ჯგუფი-განათლების სისტემის სტრუქტურა საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დროს. 2ჯგუფი-განათლების თანამედროვე სისტემა. დავალებების განაწილება ჯგუფებში. ბ)ინტერვიუები. გ) სქემების შექმნა(განათლების საბჭოური სისტემა და განათლების თანამედროვე სისტემა) დ) ვენის დიაგრამა
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება. ისტ-ი
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): რუსუდან შონია
- პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტაrrusudan62@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი//ბლოგი: rusudansonia.blogspot.com
რუსუდან შონია
воскресенье, 8 октября 2017 г.
პროექტი
воскресенье, 24 сентября 2017 г.
გაკვეთილის გეგმა ისტორიაში
თემა: პირველი ქართული სახელმწიფო, მეფე ფარნავაზი
მიზანი: გაიგებენ როგორ შეიქმნა პირველი ქართული ერთიანი სახელმწიფო და რა როლი შეასრულა ამ საქმეში მეფე ფარნავაზმა და ეგრისის მმართველმა ქუჯიმ.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
საზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
აქტივობა: 1 აზრობრივ რუკაზე მუშაობა (6 წთ.)
ამ აქტივობის დროს გამოვიყენებ კითხვა- პასუხის მეთოდს.
კითხვა-ხომ არ გაიხსენებდით თქვენთვის ცნობილ მეფეებს?
სავარაუდო პასუხი : დ.აღმაშენებელი, თამარი, ვახტანგ გორგასალი ,ერეკლე მეფე...
კითხვა- თქვენი აზრით რა როლს თამაშობს მეფე ქვეყანაში?
სავარაუდო პასუხები: ზრუნავენ ქვეყნის განვითარებისთვის, აწარმოებენ ომებს, აშენებენ ეკლესია- მონასტრებს,...
აქტივობა: 2 სახელმძვანელოს ტექსტზე მუშაობა (10 წთ)
მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები კითხვებით, რომელიც დაეხმარება მათ T დიაგრამის საშუალებით გაარკვიონ, თუ რა საშინაო და საგარეო ფაქტორები არსებობდა ქვეყანაში ფარნავაზის გამეფებამდე.
აქტივობა: 3 წყარო ა) -ზე მუშაობა ( 4 წთ)
შესრულებულ სამუშაოზე მსჯელობა კითხვა- პასუხის მეთოდით. (6 წთ)
აქ მოსწავლეები გამოყოფენ ქუჯის დამსახურებას სახელმწიფოს გამთლიანების საქმეში.
აქტივობა: 4 რუკაზე მუშაობა (5 წთ.)
მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ეკრანზე ვაჩვენებ ფარნავაზის დროინდელ და თანამედროვე საქართველოს რუკას შესადარებლად და იმსჯელებენ მის გარშემო.
აქტივობა: 5 შეჯამება (10წთ)
ამ აქტივობისათვის გამოვიყენებ აზრობრივ რუკას და კითხვა-პასუხის მეთოდს.
მოსწავლეები აზრობრივი რუკის საშუალებით ჩამოთვლიან იმ ცვლილებებს, რაც ფარნავაზ მეფის დროს განხორციელდა ქვეყანაში და დააკვირდებიან გაამართლა თუ არა მათმა მოლოდინებებმა ფარნავაზ მეფესთან მიმართებაში
აქტივობა: 6 ვიდეო- მასალის მონაკვეთის ჩვენება (1 წთ) (7.00-8.00 )
საშინაო დავალება : (3 წთ)
დაწერონ მოკლე თხზულება ,, რა როლი ითამაშა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსმა ქვეყნის გამთლიანების საქმეში "
შეფასება: განმსაზღვრელი/საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით
რესურსები: სახელმძღვანელო - ჩვენი საქართველო, პროექტორი, რუკა, ბარათები.

- ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
- ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
აქტივობა: 1 აზრობრივ რუკაზე მუშაობა (6 წთ.)
ამ აქტივობის დროს გამოვიყენებ კითხვა- პასუხის მეთოდს.
კითხვა-ხომ არ გაიხსენებდით თქვენთვის ცნობილ მეფეებს?
სავარაუდო პასუხი : დ.აღმაშენებელი, თამარი, ვახტანგ გორგასალი ,ერეკლე მეფე...
კითხვა- თქვენი აზრით რა როლს თამაშობს მეფე ქვეყანაში?
სავარაუდო პასუხები: ზრუნავენ ქვეყნის განვითარებისთვის, აწარმოებენ ომებს, აშენებენ ეკლესია- მონასტრებს,...
აქტივობა: 2 სახელმძვანელოს ტექსტზე მუშაობა (10 წთ)
მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები კითხვებით, რომელიც დაეხმარება მათ T დიაგრამის საშუალებით გაარკვიონ, თუ რა საშინაო და საგარეო ფაქტორები არსებობდა ქვეყანაში ფარნავაზის გამეფებამდე.
აქტივობა: 3 წყარო ა) -ზე მუშაობა ( 4 წთ)
შესრულებულ სამუშაოზე მსჯელობა კითხვა- პასუხის მეთოდით. (6 წთ)
აქ მოსწავლეები გამოყოფენ ქუჯის დამსახურებას სახელმწიფოს გამთლიანების საქმეში.
აქტივობა: 4 რუკაზე მუშაობა (5 წთ.)
მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ეკრანზე ვაჩვენებ ფარნავაზის დროინდელ და თანამედროვე საქართველოს რუკას შესადარებლად და იმსჯელებენ მის გარშემო.
აქტივობა: 5 შეჯამება (10წთ)
ამ აქტივობისათვის გამოვიყენებ აზრობრივ რუკას და კითხვა-პასუხის მეთოდს.
მოსწავლეები აზრობრივი რუკის საშუალებით ჩამოთვლიან იმ ცვლილებებს, რაც ფარნავაზ მეფის დროს განხორციელდა ქვეყანაში და დააკვირდებიან გაამართლა თუ არა მათმა მოლოდინებებმა ფარნავაზ მეფესთან მიმართებაში
აქტივობა: 6 ვიდეო- მასალის მონაკვეთის ჩვენება (1 წთ) (7.00-8.00 )
საშინაო დავალება : (3 წთ)
დაწერონ მოკლე თხზულება ,, რა როლი ითამაშა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსმა ქვეყნის გამთლიანების საქმეში "
შეფასება: განმსაზღვრელი/საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით
რესურსები: სახელმძღვანელო - ჩვენი საქართველო, პროექტორი, რუკა, ბარათები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)